ნანუკა გულუას მამა 2 წლის წინ გარდაეცვალა. მსახიობი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო და ტკივილებს დღემდე ვერ იშუშებს.
ამჯერად, მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით ნანუკამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა.
„მამა! რაც უნდა ხდებოდეს, სადაც არ უნდა ვიყო, ამ დღეს ყოველთვის მოვალ შენთან საფლავზე. დაბადების დღეს გილოცავ, მა! მენატრები… მაკლიხარ… ვიტანჯები უშენოდ“, – ვითხულობთ მსახიობის პოსტში.