”საფრანგეთში კარფურის კანადელი კონსულტანტი უცებ მეუბნება, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაგართვათო”

443

თეოლოგი და პუბლიცისტი, გიორგი ტიგინაშვილი, რომელიც საფრანგეთში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:

,,აქაურ კარფურში შევედი და კონსულტანტს ინგლისურად გავესაუბრე, რაც მაინტერესებდა, ყველაფერში გამარკვია და ბოლოს მეკითხება: საიდან ხარ, იტალიიდან?” არა, საქართველოდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის პატარა რესპუბლიკაა, შავ ზღვასთან არის-მეთქი, ვპასუხობ და უცებ მეუბნება: რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წაგართვათო?

ვაუ, საიდან იცი ამის შესახებ-მეთქი, ემოციურად შევძახე! მე კანადელი ვარ, ცოლი კვებეკელი ფრანგი მყავს, ჟურნალისტია და პოლიტიკური გადაცემის ავტორი და იქიდან ვიცი. ახლა აქ ჩამოვედით საცხოვრებლად. ჰო, მართლა, სტალინიც ხომ ქართველი იყოო.

დავმეგობრდით, კენტი მქვიაო. ყველაზე მეტად მაინც ის გამიხარდა, რომ ძლივს ვიღაც ინგლისურად დამელაპარაკა”.