თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პროცესს ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე.
ლაგაზიძე ამბობს, რომ სასამართლოს გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე გადაყვანასთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნას.
„ეს დაპირისპირება იმით დამთავრდება, რომ სააკაშვილს აღარ გადაიყვანენ პროცესებზე სასამართლოში. ვინც მართავს ოპოზიციიდან ხალხს, არ შეიძლება ეს გაითვალისწინონ?!“ – წერს ხათუნა ლაგაზიძე.