“სააკაშვილის განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში”

394

შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს.

“ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას,გაფრთხილებით რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა ქართუ ბანკიდან. (აღარაფერს ვამბობ ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე რაც პუტინის, პრიმაკოვის და ვოლოშინის გარეშე არ მომხდარა).

ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რეოლუციად შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს”, – წერს ნათელაშვილი ფეისბუქზე.