ამერიკაში 23 წლის ქართველი დავით სალი გარდაიცვალა

358

თინა ბედიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“კიდევ ერთი ძალიან ახალგაზრდა ემიგრანტი გამოაკლდა ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს – 23 წლის დავით სალი. დავითი მუშაობდა თრაქზე. იყო ძალიან მშრომელი და უსაზღვროდ კეთილი ადამიანი. მეგობრებს ყოველთვის მხარში ედგა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა დაოჯახებას,  რაც ვერ მოასწრო
ჰყავს უფროსი და, რომელმაც გაზარდა და სჭირდება დახმარება, რომ თავის ძმა დაკრძალოს საქართველოში. თუკი მცირედით მაინც შევძლებთ დახმარებას , მის ოჯახს ძალიან დავეხმარებით. ვცდილობთ მეგობრები ოჯახს გვერდით დავუდგეთ და მცირე თანხით მაინც დავეხმაროთ.
ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ ზელეთი (Zelle) გადაურიცხოთ თანხა დაკრძალვის ფონდისთვის გიორგი მხეიძეს- Giorgi Mkheidze zelle – +1 (929) 407-9477”