ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ურთავს იმ წერილის ფოტოს, რომელიც მის მამას – მწერალ გურამ ფანჯიკიძეს 1966 წელს ლიტერატორისა და მთარგმნელის, თამაზ ჩხენკელისთვის დაუტოვებია:
“ასე დაიწყო დილა ჩემი ბავშვობის მეგობრის, Natia Chkhenkeli-სგან მხვდება წერილი, რომელიც მამაჩემს 1966 წელს (მე და ნათია ჯერ ჩასახულ-დაბადებულებიც არ ვიყავით) მამამისისთვის, უმაგრესი ადამიანის და ლიტერატორის და მთარგმნელის, თამაზ ჩხენკელისთვის დაუტოვებია. მხიარული, თვითირონიული და უამრავი სიყვარულით სავსე ერთი აბზაცი და მომენატრა ის დრო, როცა ყველა ცოცხალი გვყავდა, მაგრამ თან ისე ცოცხლად გამახსენდნენ, ძალიან მოვხასიათდი”, – წერს ფანჯიკიძე.