“ზარმაცი ქმარი თუ გყავს, მაშინვე უნდა ადგე და წამოხვიდე, აბა, საკუთარი თავიც უნდა ინახო და ზარმაცი კაციც?!”

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა, მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც ბიზნესმენ დავით კოდუასთან ურთიერთობა გაასაჯაროვა და მისგან გოგოა შეეძინა.

ალექსანდრა თავს ძლიერ ქალად თვლის და სხვებისთვისაც სასარგებლო რჩევა-დარიგებებს არ იშურებს. ამჯერად, გთავაზობთ პაიჭაძის ინტერვიუდან ამონარიდს, ზარმაც მეორე ნახევართან დაკავშირებით.

„მამაჩემი ზარმაც ხალხს ვერ იტანდა და პატარაობაში მიკვირდა, რატომ არ სცემდა მათ პატივს. თვითონ ძალიან ენერგიული იყო, წუთითაც არ გაჩერდებოდა უსაქმოდ, ოჯახისთვის შრომობდა პატიოსნად. გავიზარდე და მივხვდი, მამა მართალი იყო. ზარმაცი ქმარი თუ გყავს, მაშინვე უნდა ადგე და წამოხვიდე, აბა, საკუთარი თავიც უნდა ინახო და კიდევ, ზარმაცი კაციც?!. ქართველი ქალების ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ისაა, ასეთი კაცების რჩენის ვალდებულებას რომ იღებენ“, – თქვა პაიჭაძემ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ