ირინა ონაშვილი „ბუსტერ“ დოზით აიცრა

301

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს როგორც პირად ფოტოებს, ისე სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.

ამჯერად ირინა ონაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ” დოზა გაიკეთა: „ბუსტერ დოზა… ვადა აქვს დეკემბრამდე, აიცერით, ხალხო!“ – წერს მოდელი.