“ნუ ხდებით სხვისი უბედურების ოდნავი მიზეზიც კი”

357

ჟურნალისტი  როლანდ ხოჯანაშვილი ქვეყანაში არსებულ საგანგაშო ეპიდვითარებაზე სოციალურ ქსელში წუხილს გამოთქვამს და წერს, რომ აუცრელობისკენ მოწოდებით ადამიანი, შეიძლება, სხვისი უბედურების მიზეზი გახდეს.

“აცრილებს რომ გვმოძღვრავდით, იიი, აიცერიით, დალპებით, დაიჩიპებით, რომ მოგბაძოთ ვინმემ და აიცრას და მოკვდეს, პასუხს აგებო, აცრილებიც ხო კვდებიანო, დღეს ვიღაცის პროპაგანდას აყოლილი ერთი ჩემი ნაცნობი ქალბატონი გარდაიცვალა. ძალიან დამწყდა გული: ერთი უბოროტო, მშრომელი ქალბატონი იყო…
პროპაგანდას დიდი ძალა აქვს, ივლისის ბოლოს, აცრის კაბინეტიდან კინაღამ გამოვიქეცი, ისეთები მომწერეს.
არც ახლა მოგიწოდებთ აცრისკენ. ეს ჩემი საქმე არაა. აუცრელობისკენ ნუ მოუწოდებთ და ნუ ხდებით სხვისი უბედურების ოდნავი მიზეზიც კი.
ნოემბერში 2 ათასზე მეტი გარდაცვლილი ძალიან ბევრია ასეთი პატარა ქვეყნისთვის.
ერთიც არ მინდა რომ ემსხვერპლოს ვირუსს…
სტატისტიკა შეინახეთ, ვიცი კარგად!”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.