“მამაშენს როგორ შევხედო თვალებში?!

900

გუბაზ კორძაიამ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა – ცნობილი ექიმი ზესტაფონთან ავარიაში დაიღუპა, – წერს ფეისბუქმომხმარებელი დიმიტრი კორძაია.

გუბაზ კორძაიამ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა – ცნობილი ექიმი ზესტაფონთან ავარიაში დაიღუპა.
რა უბედურებაა ჩვენს თავს, რა ღვთის რისხვაა?! ან შენ რა გითხრა, ჩემო გუბაზ, ან შენს ოჯახს, გვარს და ქვეყანას რა სამძიმრის სიტყვები მოვუძებნო? მამაშენს როგორ შევხედო თვალებში?! რა ცოტაა შენისთანა ვაჟკაცი და რა მალე გიხმეს მარადიულ საქართველოში… უფალს ებარებოდე!”, – წერს კორძაია.

Dimitri Kordzaia-ს ფოტო.