“44-დან 1 ბავშვს აუტიზმი აქვს” – მედეა ზირაქაშვილი უახლესი კვლევის შესახებ წერს

307

ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი აუტიზმის შესახებ ჩატარებული ახალი კვლების დეტალებს ასაჯაროებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის უახლესი კვლევით, აუტიზმის დიაგნოზმა გასულ წელთან შედარებითაც მოიმატა:

„აუტიზმის სიხშირე კვლავ მზარდია”– ნათქვამია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ, ახალ მონაცემებში.

უახლესი კვლევით, ამერიკის მოსახლეობის 2 %-ზე მეტ ბავშვს, აქვს განვითარების სხვადასხვა დარღვევა.

თუ 2020 წლის მონაცემებით, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ 54 ბავშვში 1-ს, აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა,

2021 წლის განაცხადში უკვე საუბრობენ – 44:-ში 1 სიხშირეზე(2.3%),

გოგოსა და ბიჭს შორის ბალანსი არ დარღვეულა, 4:1-ია.

სხვადასხვაა გავრცელების სიხშირე ამერიკის სხვადასხვა შტატშიც. აღმოჩნდა, რომ იშვიათია მისურის შტატში- 60- ში 1 (ან 1.7%), ხშირია კალიფორნიაში 26-ში 1 (3.9%).

არ მკითხოთ სიხშირიანობის გაზრდის მიზეზი, რატომ ? უბრალოდ არ იციან, სავარაუდო მიზეზები უცვლელია : კარგი დიაგნოსტირება, მოსახლეობის უკეთესი ინფორმირება, ცნობადობის ამაღლების კამპანიების არსებობა, სერვისების გაუმჯობესება და მიმართვიანობის გაზრდა.

თუ ამჟამად ამერიკის მონაცემებს ვაზიარებთ, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკასაც დავდებთ, კვლევის ბოლო აკორდებზე ვართ. უკვე ზუსტად ვიტყვით რამდენად ემთხვევა აღნიშნული მონაცემები ჩვენსას“-წერს მედეა ზირაქაშვილი.