ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მახინჯის მისეულ აღქმას განმარტავს.
“უფრო გასაგებად უნდა დავწერო.
ადამიანი ისე გამოიყურება, როგორი შიგთავსიც აქვს. რადგან სიტყვა მახინჯმა გაუგებრობა გამოიწვია, კვაზიმოდოს მაგალითი გამოდგება, რომლის სიყვარულის და სიკეთის უნარმაც წაშალა ვიზუალური მხარის სტანდარტული აღქმა.
ადამიანი ნაკვთებით არ ფასდება, მაგრამ შინაგანი მდგომარეობით კი. როცა ბოღმა და ბოროტი ხარ, ვიზუალურადაც ატარებ ამ ენერგიას. ასხივებ სიბოროტეს.
რატომ არის შეყვარებული ადამიანი ყველაზე ლამაზი. იმიტომ რომ სიყვარულით კვებას საკუთარ სხეულს, ფიქრს, გულს.
არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ რადგან მოზარდები კითხულობენ ჩემს პოსტებს, არ მინდა არასწორად აღქმის სივრცე დავუტოვო მათ”, – წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.
შემდეგი სიახლე