“გამანადგურე და გამინადგურე ყველაფერი, რასაც შენთვის ვგეგმავდი”

1,504

ექიმი ირაკლი გოგოხია კოლეგის და მეგობრის, გუბაზ კორძაიას გარდაცვალებას ემოციური პოსტით ემშვიდობება.

გუბაზ კორძაია რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა.

“ჩემო გუბაზ!!! მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ხუთი წლით პატარა იყავი მაინც ასე მოგმართავ….
ჩემო შვილო, ძმაკაცო, თანამებრძოლო და ჩემო ყველაზე წარმატებულო მოსწავლევ, მე და შენ ერთად ძალიან ბევრჯერ დავამარცხეთ სიკვდილი და ბევრ ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. მთელი გული და სული ამომაგლიჯე, გამანადგურე და გამინადგურე ყველაფერი, რასაც შენთვის ვგეგმავდი.
მშვიდობით განისვენე ჩემო უერთგულესო და უსაყვარლესო, იცოდე ზემოდან ხშირად გადმომხედე და დამესიზმრე ხანდახან, თავს ძალიან ნუ მომანატრებ.
შენს ადგილს ჩემს გულში და გუნდში ვერავინ ვერასდროს დაიკავებს, მიყვარხარ და მუდამ მეყვარები….”, – წერს ირაკლი გოგოხია.