ბორის ჯონსონი მეშვიდე შვილის მამა გახდა

275

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მამა მეშვიდედ გახდა. მას მეუღლე ქერისგან გოგონა შეეძინა, – იტყობინება Sky News-ი.

„პრემიერმინისტრი და ქალბატონი ჯონსონი, მოხარულნი არიან გამოაცხადონ დღეს ლონდონის საავადმყოფოში ჯანმრთელი გოგონას დაბადების შესახებ“, – განაცხადა პრემიერის წარმომადგენელმა.

ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი მაისში დაქორწინდნენ. წყვილს უკვე ჰყავს შვილი, 2020 წლის აპრილის ბოლოს მათ ვაჟი შეეძინათ.

გარდა ამისა, ჯონსონს ჰყავს ოთხი ზრდასრული შვილი ადვოკატ, მარინა უილერთან ქორწინებიდან, უკანონო ქალიშვილი ხელოვნებათმცოდნე, ჰელენ მაკინტაირისგან და, ზოგიერთი ცნობით, ჰყავს კიდევ ერთი უკანონო შვილი.

ჯონსონმა მანამდე დაადასტურა, რომ მას ექვსი შვილი ჰყავს.