ელენე 10 წლის წინ სამუშაოდ წავიდა იტალიაში და მთელ ფულს ოჯახს უგზავნიდა. როდესაც დაბრუნების სურვილი გამოთქვა, შვილებს არ ესიამოვნათ.
აი, რას წერს ელენე:
“იტალიაში სამუშაოდ პრობლემების გამო წავედი, ჩემს ოჯახს დახმარება სჭირდებოდა. ქმარი უეცრად გარდაიცვალა, ბოლომდე ვიბრძოლეთ მის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოვიდა.დავრჩი ორ ვაჟთან ერთად მარტო. თავიდან როგორღაც გაგვქონდა თავი, მაგრამ შემდეგ უფროსმა შვილმა ცოლი მოიყვანა და ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად, უმცროსმა კი სახლში მოიყვანა მეუღლე. დემეტრესთან და მის ცოლთან ერთად ბებია და ბაბუა ცხოვრობდა და ძალიან ვიწროდ იყვნენ.უმცროსი შვილი კი წუწუნებდა, რომ ჩვენი სახლი სარემონტო იყო და ამის საშუალება არ ჰქონდა.
ერთ დღეს იტალიაში სამუშაოდ წასვლა შემომთავაზა. ახლობლები ჰყავდა და დამეხმარებოდნენ სამსახურის შოვნაში. მეც მომეწონა ეს აზრი და გავფრინდი. ვფიქრობდი, 2-3 წელიწადში უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ უცხო ქვეყანაში 10 წელი დავყავი. ვუვლიდი მოხუცებს და მთელს შემოსავალს შვილებს ვუგზავნიდი. დემეტრემ ცალკე სახლი იყიდა, ვახომ კი საუკეთესო რემონტი გააკეთა. როდესაც დაბრუნების სურვილი გამოვთქვი, არ ესიამოვნათ.
60 წელს მივაღწიე და ჩემიანები მენატრებოდნენ, მათ კი მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ, მეტი არაფერი. ქალი, რომელსაც ვუვლიდი, გარდაიცვალა და უმუშევარი დავრჩი. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მასთან გადასვლა და ახალი სამსახურის შოვნაში დახმარება, მაგრამ სახლში მინდა.
აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. აღარ მინდა, მხოლოდ ფულის ტომარა ვიყო. იმის თქმაც მეშინია, რომ აღარ დავეხმარები, მერე შვილიშვილით დაიწყებენ მანიპულირებას და აღარ მანახებენ.
პაპარაცი