“აი ბრავო… ჩემ დროს ასე რომ ესწავლებინათ, მე დღეს ბევრად განათლებული ვიქნებოდი“

1,755

ქართველი მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში პირველ არხზე მიმდინარე გადაცემის ტელესკოლას შესახებ წერს და ამბობს, რომ გაკვეთილებს ძალიან კარგად ხსნიან.

მოკლედ, პირველ არხზე ტელე სკოლის გაკვეთილებს შემთხვევით ვუყურე და ვეღარ მოვწყდი. ანუ, ჩემ დროს ასე რომ ესწავლებინათ, მე დღეს ბევრად განათლებული ვიქნებოდი, მათემატიკაში მაგალითად. ბრავო, უმაგრესი მასწავლებლები და უკარგესად ხსნიან, აი ბრავო“, – წერს გიორგი ყიფშიძე.