მსახიობი ნინო ლეჟავა კიდევ ერთხელ საუბრობს, ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ამბავზე, როდესაც მიხვდა, რომ საუკეთესო მეგობარს მის ქმართან ფლირტი ჰქონდა:
„47 წლის ვარ. ამდენი წლის განმავლობაში ერთი ასეთი შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. ეგ კი არა, ადამიანები ერთმანეთს ქმრებს აწიწკნიან და ოჯახებს უნგრევენ. აქ მეუღლეზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ ცხოვრებაში აღარაფერი მიკვირს და არც ის გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ ჩემს ქმარს ჩემივე მეგობარი ეფლირტავებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ეს საქციელი მეგობრისგან, მაგრამ ესეც არ იყო მეხის გავარდნის ტოლფასი. მე ყოველთვის მქონდა საკუთარი თავისა და მეუღლის რწმენა და ეს ძალიან დამეხმარა…“