“ფრთამოტეხილი, მიტოვებული… შვილმკვდარი დედის შვილი ვარ…”

295
პოეტი დიკა სალაყაია, რომელსაც ცოტა ხნის წინ და კორონავირუსით გარდაეცვალა,  ფეისბუქში პოსტს ავრცელებს.
,,ეს ერთი თვე ყველა ფრონტზე ვიბრძოდით… დილის ექვს საათზე წყნეთში ავდიოდით მე და დედა სალოცავად, მერე მამა ნიკოლოზთან, მერე გზად ტაძრებში…
მარტო ჩვენ ვისხედით კლინიკის ჰოლში ანთებული სანთლით საღამოობით…
ვინმე თუ სადმე დავიგულეთ, ყველა ჩართული იყო. ,,ნახევარი საქართველო ამ გოგოზე რეკავსო” – კლინიკაში ამბობდნენ…
15 ქულით შევედით და საკეისრო დასჭირდა. მერე დამძიმდა და 24 ქულას ვებრძოდით. რა მედიკამენტი არ მოვიძიეთ, მაგრამ ამაოდ… იცოცხლებსო – რატიანის ეს სიტყვები მამშვიდებდა, მაგრამ… მერე თურმე ჩემს დას დახედავდა და პირჯვარს იწერდა, ღმერთო, დაგვეხმარეო… ვერ ვიტან მას მერე სიტყვებს – ,,ისევ ისე”…
რეანიმაციაში შევედით. დედიკოს ხმა რომ გაიგონა, თვალზე ცრემლი დაჰყვა…
დავუჩოქე და ვთხოვე, ებრძოლა. ალბათ ესმოდა…
მერე… მერე გიჟი ვეგონე ალბათ ექიმებს…ოღონდ თქვენ არ დაიღალოთ და ჩემი და გაუძლებს, გადაიტანს კრიზისს და არ მიღალატებს-მეთქი, იქით ვამშვიდებდი მის ექიმებს… დედა ანასაც არ უთქვამს, რომ მოკვდება-თქოოოო… ათას იმედს ვიგონებდი და ვებღაუჭებოდი…
ექთანი მწერდა, მირონს რომ ვაცხებ, სატურაცია ათით იმატებსო…იმ დღეეეეეს… დედიკოს ისე ციოდა, ყინავს-მეთქი, დავამშვიდე… რაღაც ცუდას მიგრძნობს გულიო… მამა ნიკოლოზის კართან ღამეს გავათევ-მეთქი და…..
,,შენი და მეც მომიკვდაო” – ლევან რატიანმა…. არა. ჩემი და დედიკოს დაეკარგა და მერე მე. ჯერ დედას და მერე მე. მის შვილებსაც დედა არ ჰყავთ…
მე კი, ფრთამოტეხილი, მიტოვებული… შვილმკვდარი დედის შვილი ვარ…
ახლა დედაჩემია ჩემი დაც”.