ქუჩაში მიტოვებული ლეკვი გადარჩენას ცდილობს

667

„ეს ლეკვი ვიღაცამ შუა ქუჩაში მიატოვა. ამხელა სამყაროში სულ მარტოა და მარტო ცდილობს გადარჩენას.“ – ინფორმაციას ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე ავრცელებს.

„ხოდა აი ეს პაწაწუნა იბრძოლებს სიცოცხლისთვის, გაუძლებს ყინვას ,შიმშილს, მოხვდება ხან ფეხი, ხან ქვა , ხან ჯოხი, თუ გაუმართლა საბურავს გადაურჩება ,მაგრამ ვაი ამ გადარჩენას! ბოლოს შეიძლება ვიღაცისთვის “აგრესიულიც” გაიზარდოს და უბრალოდ იმის გამო რომ არ მოსწონთ უბანში ძაღლი – გაწირონ.
კითხვა მაქვს: საერთოდ რისთვის იბადებიან ამ ჯოჯოხეთში ეს არსებები?“,- წერს ტასო.