”მარი ჯანაშიას 2 თვე დააკლდა, რომ ჩვენს ბექას მოსწრებოდა”

მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ამბობს, რომ მისი და მარიტა ჯანაშიას შვილი კი არ დაიბადა, უბრალოდ გამოჩნდა. მშობლებს მთელი 9 თვის განმავლობაში მასთან კონტაქტი ჰქონდათ. თემომ ,,სარკეს”  თავისი ემოციები გაუზიარა:

– მე ვერ გადმოვცემ ზუსტად იმ ემოციებს, რაც შვილის დაბადების დროს მქონდა. არც არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე, რომელიც შვილთან კონტაქტის პირველ ემოციებს აღწერს.როდესაც შენს გულისცემასთან ერთად შვილის გულისცემა გესმის, სასწაულია!

როგორც ქალი ემზადება 9 თვე დედობისთვის, მამაც ემზადება ფსიქოლოგიურად ამ წუთისთვის. რეალობა რამდენად მძაფრი აღმოჩნდა?

– ჩვენი შვილი კი არ დაიბადა, არამედ გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, შვილი გვეყოლებოდა,  მუდმივი კონტაქტი გვქონდა მასთან. ჩვენი შვილი მაშინ დაიბადა, როცა გავიგეთ, რომ მარიტა ორსულად იყო.9 თვე სულ ველაპარაკებოდი და ვუმღეროდი.ამ დროს მუცელში მოძრაობდა და არ ვიცი, ეს მოწონება იყო თუ პროტესტი. ახლა ნელ-ნელა მივხვდები, რამდენად მოსწონს ჩემი ნამღერი.

ბავშვს როგორ შეურჩიეთ სახელი?

-თუ გოგო დაიბადებოდა, გვინდოდა, დედაჩემის სახელი, ნატალია, დაგვერქმია, რომელიც ჩვენს ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. თუ ბიჭი დაიბადებოდა, მარიტას მამის სახელს, ბექას, დავარქმევდით და ასეც გავაკეთეთ.

თქვენმა ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა, ვგულისხმობ სახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალებას.

– მარინა ძალიან ელოდებოდა პირველი შვილთაშვილის დაბადებას. ორი თვე დააკლდა, რომ გაეცნო ჩვენი ბექა და ამაზე მწყდება გული. მარინას წასვლით რთული დრო დადგა ჩვენს ოჯახში. ჯერჯერობით ეს ტკივილი არ არის მოშუშებული.

 

 

ასევე იხილეთ