“ეს არის ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა, ძალიან ვნანობ”

578

მომღერალ ირმა სოხაძეს სიძესთან, პარლამენტის ყოფილ დეპუატატ ბექა ნაცვლიშვილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. სანამ ბექა ნაცვლიშვილი მისი ოჯახის წევრი გახდებოდა, მანამდე მათ ერთი უსიამოვნო ისტორია აკავშირებდათ – ირმა სოხაძემ ანსამბლში არ მიიღო.

ეს არის ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა. რომელზეც ძალიან ვდარდობ. ბექუნა უსაყვარლესი ბავშვი იყო, ცუდად არ მღეროდა და ახლაც მშვენივრად გამოსდის, მაგრამ იმ მომენტში, ალბათ კონკრეტული სპექტაკლისთვის მისი ტიპაჟი არ მჭირდებოდა და ჩემს ბექუნას უარი ვუთხარი. მაგრამ მერე გამოვისყიდე და ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ვეცადე, რომ მისი გული მომეგო და მგონი, მოვახერხე, – მოყვა მომღერალი ერთ-ერთ თოქ შოუში.

-ირმასთან მივედი ანსამბლში. გამსინჯა და დამიწუნა. ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი. საბოლოოდ, ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.