ტრანსგენდერი ქალი დადუ კარა საკუთარი ცხოვრების შესახებ „ბათუმელებთან“ ღიად საუბრობს.
მე ვმუშობდი საზღვარგარეთ ერთ-ერთ საავადმყოფოში თარჯიმნად. ერთ დღეს გადავწყვიტე დავბრუნებლიყავი ჩემს ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო. დავბრუნდი. ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში სხვანაირი სიტუაცია დამხვდებოდა. მაგრამ რომ ჩამოვედი სულ სხვა ვითარება დამხვდა. ვერც სამსახური ვიშოვე, ვერც ვერაფერი და გადავწყიტე ჩავრთულიყავი სექსსამუშაოში.
ჩვენც გვინდა სწავლა-განათლება, უნივერსიტეტში სიარული, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სიარული, გვინდა გვყავდეს ოჯახები, საყვარელი ადამიანები.
მე 6 ენა ვიცი, მაგრამ ვერსად სამსახური ვერ ვნახე, იმიტო, რომ ვარ ტრანსგენდერი ქალი.
მუშაობა მინდა, სწავლა მინდა, განათლება მინდა, მშვიდი ძილი მინდა… არ მიხარია სექსმუშაკად მუშაობა“, – ამბობს დუდუ კარა.