მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გუდაურის სასტუმროსთვის თანამშრომლებს ვერ შოულობს.
,,ძვირფასო მეგობრებო, თვეზე მეტია, ვეძებთ გუდაურის სასტუმროსთვის შესაბამის თანამშრომლებს, ბარმენს, ორ ოფიციანტს და შეფმზარეულს.
ანაზღაურება დღევანდელ პირობებში ძალიან კარგია. ყველა პლატფორმაზე, სადაც შესაძლებელი იყო, გავაკეთეთ განაცხადი. ერთი რამე მაინტერესებს, ამდენი გაჭირვების, უმუშევრობის, წუწუნის და მუდამ უკმაყოფილების ჟამს, ნუთუ არავის უნდა მუშაობა?! ეს რა საოცარი ქვეყანაა, რა… ალო, ალო, გამოფხიზლდით ცოტა და მუდამ ვიღაცის გადმოგდებულს ნუ ელოდებით!”, – დაწერა ნატალია ქუთათელაძემ.