“ვისთვის დაბადების, ვისთვის კი გარდაცვალების დღე…”

306

ექიმი, თამარ ჟამურაშვილი საზოგადოებას პანდემიის გამო დაწესებული წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

“2 წელი და ისევ პირბადე…
ბერლინში დილის 8 საათია და უკვე 193 სმს-ია მოსული…

 მომიტევეთ თუ ყველას პირადად ვერ გიპასუხებთ. უდიდესი სიამოვნებით, პერსონალურად გადაგიხდიდით ყველას მადლობას და გისურვებდით ისევ დამშვიდებულიყოს შეშლილი, შეშლილი სამყარო, სითბოს და სიყვარულს დაესადგურებინოს ჩვენს გულებში, ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, სადაც გაღვიძება გაგვიხარდება, უსამართლობის არ შეგვეშინდება და ავად გახდომა, უძლიერესი ჯანდაცვის ფონზე, საგანგაშო აღარ იქნება!
დღეს კი სამწუხარო რეალობა, ისევ პირბადე, ისევ დისტანცია და ისევ პანდემია, ისევ განგაში და დაავადებული კოლეგები, გადავსებული კლინიკა და ვისთვის დაბადების, ვისთვის კი გარდაცვალების დღე…
ვაქცინაცია, დისტანცია და პირბადე, სხვა არაფერი გაგვაჩნია დღესაც კი…
დამდეგს გილოცავთ და ჯანმრთელობას გისურვებთ უკლებლივ ყველას!!!”, – წერს ჟამურაშვილი.