“მეორე ქმარი მაშინ გავიცანი, როცა პირველ ქმართან თაფლობის თვე მქონდა…“

336

მსახიობი ნათია წიწილაშვილი ახლახან მეორედ გახდა დედა. მას მეორე ქორწინებაში გოგონა შეეძინა. პირველად ასევე მსახიობს, გიორგი კალანდაძეს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ასევე ჰყავს შვილი, ნასტია. მეორედ კი ცოლად არქიტექტორ მიშა ლეჟავას გაჰყვა.

ნათია წიწილაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლის გაცნობის ამბავს იხსენებს:

„მე და ჩემს მეუღლეს ნაცნობობის ძალიან უცნაური ისტორია გვაქვს. პირველად მიშო ჩემი პირველი ქორწინების თაფლობის თვეში გავიცანი. მე და ჩემს პირველ ქმარს, გიორგი კალანდაძეს თაფლობის თვე თურქეთში გვქონდა. იქ მიშო თავის მეგობრებთან ერთად ისვენებდა და ასე გავიცანით. თან მაშინ მე და გიორგი პოპულარობის ზენიტში ვიყავით. მახსოვს, მიშო ვითონ მოვიდა და გაგვეცნო, ძალიან მაგარი წყვილი ხართო.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩვენი დები ჯგუფელები იყვნენ. წლების შემდეგ ბათუმში ერთსა და იმავე სასტუმროში შევხვდით. მე და ჩემი და ბავშვებთან ერთად ვისვენებდით. მერე ყველაფერი მოკითხვებით გაგრძელდა.

ჩემი და გიორგის ოჯახის დანგრევა ასაკის და გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგი იყო. მეორე ოჯახის შემთხვევაში უკვე პატარაც აღარ ვიყავი და ყველა ნაბიჯი გააზრებული მქონდა. ჩემი პირველი ოჯახური გამოცდილება ძალიან დამეხმარა, ის შეცდომები მეორედ აღარ დამეშვა. როცა მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც ბედნიერი ვიქნებოდი, ბევრი აღარ მიფიქრია. ახლა აბსოლუტურად სხვანაირად ვუდგები ოჯახში ნებისმიერ საკითხს და პრობლემას, ვიდრე 10 წლის წინ. ვცდილობთ, ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ.

პირველ ქმართან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. ბავშვისთვის კარგი მამაა“.