Netflix-ის სერიალის, Emily in Paris-ის ახალ სეზონში ლილი კოლინსის გმირს ანუკი არეშიძის კაბა აცვია.
Chopard-ის საღამოზე მთავარი გმირი „ემილი“ გამორჩეული კოსტიუმით ჩნდება, რომელიც სწორედ ქართველ დიზაინერს, ანუკი არეშიძეს ეკუთვნის. ანუკის კაბის ფასი 1,088 დოლარია და მისი შეძენა Editorialist.com-ზეა შესაძლებელი.
ემილი პარიზში ამერიკული სერიალია. სამსახურის წყალობით, ლილი კოლინსის გმირი სახელად ემილი ჩიკაგოდან საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადადის.
წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, Netflix-მა მეორე სეზონი გადაიღო.