პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია, 19 წლის ასაკში დიდი სიყვარულით გათხოვდა და 18 წელი ბედნიერი ოჯახი ჰქონდა. შემდეგ იყო გაშორება და ორი მოზარდი ვაჟიშვილის გაზრდა მარტოს მოუწია.
„ხათუნა ჩემმა ძმამ დამარქვა, მერე ყველამ აიტაცა. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ნინო მქვია. 19 წლის გავთხოვდი, ერთ წელიწადში რეზიკო შემეძინა. ბექაზე ფეხმძიმე უკვე მიტინგებზე დავრბოდი, თან ზოოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. მქონდა დიდი სიყვარული. 18 წელი გქონდა სავსე სითბოთი და სიყვარულით. მერე ეს ყველაფერი დამთავრდა და გავშორდით.
მე და ჩემი მეუღლე, ორივენი ხოფერიები ვიყავით. იმდენად მიყვარდა ჩემი მეუღლე და იმდენად სავსე ვიყავი ამ სიყვარულით, რომ მსგავსი ემოცია აღარ მიგრძვნია. არც მე გავთხოვილვარ, არც ჩემს ყოფილ მეუღლეს მოუყვანია ცოლი.
როცა დარეკა და შვილებს უთხრა, ცუდად ვარო, ბიჭები გაიქცნენ, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. დავკრძალეთ იმ სახლიდან, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობდით ბედნიერები. როგორ შემეძლო, ასე არ მოვქცეულიყავი?! ჩემს ცხოვრებაში მან შექმნა ყველაფერი… დაკრძალვამდე 20 წუთით ადრე გავიფიქრე, რომ მიდიოდა ადამიანი, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე მიყვარდა და ისე ავღრიალდი, ვერ მაჩერებდნენ. სიყვარული არსად წასულა, ჩემი 18 წელი მუდმივად ჩემთან არის თავისი სიხარულით, ტკივილით, ჩხუბით…”, – განუცხადა “სარკეს” ხათუნა ხოფერიამ.
“სარკე”