“ყველამ თავის ვიწრო სპეციალობას მიხედოს ჯობია” – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს უპირისპირდება (ვიდეო)

382

გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს უპირისპირდება.

“არა ერთი ადამიანი ჩამიგდო ეს ლინკი.
კოვიდი არის გაციება?! პოსტკოვიდური სად არის?
საინტერესოა, მაგრამ ზღაპრებზე რატომ გადავდივართ?! მოკლედ რა.
დღეს ჯერ არაფერი ვიცით დაზუსტებით ამ ვირუსის ახალი შტამის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იქნება 2-3 კვირაში ისიც ნაწილობრივ ვაქცინების კუთხით. გაზიარებული ინფორმაცია არის “misleading”.
იქნებ კლინიკურ საკითხებს მივხედოთ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს ამ ეტაპზე თავი ავარიდოთ.
ყველას გვაქვს ჩვენს (სამედიცინო) დარგში ლიცენზიები და მივყვეთ ჩვენს დარგს …
ყველა ახალგაზრდა კოლეგის აქტივობა კარგია მაგრამ ყველამ თავის ვიწრო სპეციალობას მიხედოს ჯობია.
ექიმი საუბრობდე პანდემიაზე და არ ახსენო ვაქცინაცია?! ეს უბრალოდ ეთიკის საკითხია. რეიტინგის გამო სამედიცინო ეთიკა და სამედიცინო დაუწერელი კოდექსი არასდროს არ უნდა დაარღვიო.
რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტი უარს სტუდენტები არიან მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ ეს ასევე არის პასუხისმგებლობა. დიდი იმედგაცრუება რაც ეხლა ვნახე … იმედია ვცდები…
პს: ეხლა დამესევიან ფან -კლუბის წევრები …”,- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, გიორგი ფხაკაძე და იმ ვიდეო-კონსულტაციის ლინკს აზიარებს, რომელშიც ექიმი გიორგი ღოღობერიძე, “ომიკრონის” შტამზე საუბრობს.