“გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?“

442

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ახალი წლის ღამეს „მთავარ არხზე“ თავის შვილთან, ელის-მარიასთან ერთად გამოჩნდება. საახალწლო გადაცემის ანონსი უკვე გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაოცება ნიჟარაძის შვილთან ერთად გამოჩენას უკავშირდება.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს ელის-მარიასთან დაკავშირებით პასუხიც კი გასცა.

„ელის-მარია სააკაშვილის გვარს რატომ არ წერთ „ტეხავს?“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანი შემდეგნაირად უპასუხა: „რომ ტეხავდეს ნიჟარაძე იქნებოდა. არასდროს უთქვამს მედიას ნანუკას შვილი საბა კოდუა. ამბობენ, ნანუკას საბა და ასეა ყველაზე. გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?“.