“ნუ ხართ დაუნახავები და განვითარებული ქვეყნების მაგალითებით იხელმძღვანელეთ!”

498

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.

“პლასტიკური ბარათების განყოფილებაში მიღებული გამოცდილება არაერთი ქვეყნის წარმატებულ ჯანდაცვის მინისტრს დაეხმარა!
ბუღალტერიის ცოდნა და საკრედიტო სესხების ექსპერტობა, სოც. დაუცველებისთვის ნათელი მომავლის გარანტი გახდა.
მათ ბექგრაუნდში მყოფი ექიმი ოჯახის წევრების არსებობა კი პირდაპირ პროპორციულ ასახვას ჰპოვებდა სისტემის ხარისხზე!
აღარაფერს ვამბობ მრავშვილიანობასა და ქვეყნის გენოფონდში შეტანილ წვლილზე!
იმედი მაქვს, კოვიდიც გადატანილი აქვს და ამ დაავადებას ძირ- ფესვიანად იცნობს!
შესაბამისად, პანდემიის მართვაში ტოლს არ დაუდებს წინამორბედს!
ნუ ხართ დაუნახავები და განვითარებული ქვეყნების მაგალითებით იხელმძღვანელეთ!”, – წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.