“ქმრის თეთრეულის გარეცხვა, პერანგების გაუთოვება ჩემი მოვალეობაა, ამაში ვხედავ ქალურ ბედნიერებას, ვიზრუნო მასზე”

346

,,მე ძველმოდური ვარ. თუ კაცს ვხვდები, ესე იგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია, უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც. ვთვლი, რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. ამაში ვხედავ ქალურ ბედნიერებას, ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე.

კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი, ძლიერი, რომ მე ვიყო ნაზი, სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, უნდა ვიყო სუსტი…

მე არ დავწვები დასაძინებლად, თუ ის სამსახურიდან, ნადირობიდან ან ფეხბურთიდან მოსვლას აგვიანებს, მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ სადილს.
მინდა, კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს, რა კარგი ვყავარ, ამიტომაც ვხარჯავ და დავხარჯავ ამდენს, რომ მას მოვეწონო.
მინდა, ვიყო მისი ერთადერთი ქალი და მეტი არაფერი. გუშინ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მას გადაასახლებენ და ხალხის მტრად გამოაცხადებენ,” – სიტყვები, რომელიც თავის დროზე ანჯელინა ჯოლის სახელით გავრცელდა, გამოაქვეყნა ქართველმა გოგონამ, ელიზაბედ დევაძემ, რომელიც ხშირად აქვეყნებს საქველმოქმედო პოსტებს.

ჰოლივუდის მსახიობის ეს სიტყვები ბევრმა მას მიაწერა და ელიზაბედის ფოტოებისა და სტატუსის გავრცელება დაიწყეს, რასაც ბევრი კომენტარი მოჰყვა.
,,ასეთ ძველმოდურ ქალიშვილს ვზრდი და რძლებიც ასეთი ძველმოდური მინდა”, ,,შეეჯიბრეთ ქმრის ნასკის რეცხვაში, ვინც მართლა ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ისტორიული მოვალეობაა”, ,,ძველმოდურობა კი არა, პატიოსნება ჰქვია მაგას”, ,,ვინც ამ ჭეშმარიტებაზე იცინის, ის არც ოჯახის ქალია და არც ოჯახის ღირსი”, ,,ძველმოდური კი არა, განუვუთარებელი ხარ”, ,,ტაშტში ფეხებიც დაუთბილე და იდეალური ქალი ხარ “, ,,ასე უნდა ფიქრობდეს ნამდვილი ქალი”, ,,ეს არის ქრისტიანული და ტრადიციული ქართული ყოფნა! ჯვრისწერა და ქორწინება ერთხელ უნდა მოხდეს ქალის ცხოვრებაში”, – წერენ კომენტარებში.