“ხატია, მე ხომ კარგად მიცნობთ?! გაბრაზებული ვარ თქვენზე”

431

ემიგრანტი მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როგორ მიხარია, ჩემს მეგობრებს ციხეში არ ვიხილავ”

ეს ჩემი სიტყვები არ არის.
ეს სიტყვები ხატია დეკანოიძეს ეკუთვნის.
სტატუსი წავიკითხე ეხლა. არც ისე დიდი სტატუსია მაგრამ… ვიდრე ბოლომდე ჩავიდოდი სულ მქონდა იმის განცდა, აი ახლა იტყვის რამეს მიშაზე, აი ახლაო მაგრამ შენც არ მომიკვდე, არა… ა რ ა ფ ე რ ი!!!!
ხო, გაგიკვირდათ?
ხაზარაძე და ჯაფარიძე მეგობრები ყოფილან და მიშა???
მიშა ვინაა ნეტა?
მერე ერთმა ქალბატონმა დაწერა კომენტარი, ვციტირებ: “” და მიშა რაა თქვენი?! მტერიი?! ძალიან დიდ უკიდურესობაში ხადტ გადავარდნილი! ამდენი სტატუსები მელიას და ტქვენ მიშაზე რომ გეწერათ თავი არ შეგიწუხებიათ! სირცხვილი!!!! ქოცებს გადაასწარით უკვე ისეთ დღეში ხართ!”
ამაზე ხატიას პასუხი იყო… “ტროლებს ვბლოკავ” – ო.
ვინაიდან და რადგანაც ამოვიდა ყელში ამათი უმსგავსობა და უმოქმედობა ახლა მე მომისმინეთ კარგად!
ქალბატონო ხატია, მე ხომ კარგად მიცნობთ და იცით ვინ ვარ.
ერთ დროს თქვენზე უდიდესი წარმოდგენის მქონე ადამიანი ვარ, რომელსაც ყოველდღიურად იცრუებთ იმედს.
დიახ იმედგაცრუებული კი არა საშინლად გაბრაზებული ვარ არამარტო თქვენზე, არამედ დღევანდელ ენმ-ს ლიდერშიპზე.
(რასაც ახლა დავწერ მეც ტროლად, ბოტად, ჩანერგილად და გადანერგილად ჩამთვალეთ თუ გინდათ, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს ეს!)
თქვენი სტატუსიდან ვგებულობთ რომ მუშაობას აზრი ჰქონია საერთაშორისო პარტნიორებთან რომ თურმე ხაზარაძე – ჯაფარიძეები არ დაიჭირეს.
კარგად გიმუშავიათ, ყოჩაღ!
მაგრამ….
მიშაზე რა ხდება ხომ ვერ მეტყვით?
105-ე დღეა თუ არ ვცდები ის პუტინის ტყვეობაშია.
რატომ დუმს ამ საკითხზე პარტია და რატომ. არ იწყებთ ბრძოლას მისი ტყვეობიდან დასახსნელად?
აა, ჯაფარიძე- ხაზარაძე უფრო მეგობრები არიან ალბათ ხომ?
ახლა რასაც აქ დავწერ, დღევანდელი ენმ-ს თავჯდომარის შტაბში ( ვაკეში) ჩემი საქართველოში ყოფნის დროს უკვე ვისაუბრე და და პირობაც დავდე.
ახლა საჯაროდ ვდებ პირობას ყველას წინაშე.
თუ თქვენ, დაუყოვნებლივ არ დაიწყებთ მოქმედებას და ბროლას მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან, ტყვეობიდან დასახსნელად და მას ციხეში ჩატოვებთ 2024 წლის არჩევნებამდე.
ვერცერთ ხმას..
დიახ!
#არჩევნებზე, #ვერცერთ #ხმას #ვერ #მიიღებთ #ათენიდან!! ( საბერძნეღიდან, საიდანაც ყველაზე ბევრი ხმა მიგაქვთ)
როგორც გინდა ისე მიიღეთ, გინდა მუქარად, გინდა გაფრთხილებად!
ზუსტად ვიცი, მხოლოდ საბერძნეთი კი არა, სრული ბოიკოტი გექნებათ ემიგრაციიდან. ( ამაზეც მე ვიზრუნებ)
რატომ იცით?
ჩვენ ბატონებო და ქალბატონებო, მიშას ამომრჩეველი ვართ!