“იმ ძლიერი და შემტევი ქალის ნაცვლად, ყველა რომ ვხედავთ ტელეეკრანებიდან, მე დედა დავინახე”

636
ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“განვმეორდები, რადგან დაბადების დღე ჰქონია და ცოტა ვრცლადაც დავწერ.
ბოლოს გამართულ აქციაზე რომ მოვუსმინე, თბილისში, თვალებზე ცრემლი მომადგა, რადგან ჩემ წინ პოლიტიკოსი ან იურისტი ან მინისტრი კი არა, დედა იდგა, პატარა გოგონას დედა, მზრუნველი, გულისხმიერი, თბილი…
იმ ძლიერი და შემტევი ქალის ნაცვლად, ყველა რომ ვხედავთ ტელეეკრანებიდან, მე დედა დავინახე და მგონია, რომ ქალს ისე არაფერი უხდება, როგორც ის, რომ დედაა…
უძლიერესი პოლიტიკოსია, უნიჭიერესიც. ამბობენ, რომ ცინიკოსია. არა, სიმართლეს ამბობს. რაც შეეხება ირონიას, ის საკუთარ თავზეც ირონიით საუბრობს.
ყველა სფეროში წარმატებულია. თანასწორობა? მაგალითია ამის (გენდერს ვგულისხმობ), რადგან იმდენად შემართულია, მამრობითი სქესის ბევრ წარმომადგენელს ტოლსაც არ დაუდებს.
დაბადების დღეს გილოცავთ, ქალბატონო მინისტრო. აფერუმ, თქვენ ქალობას.
გილოცავთ თქვენ და თქვენი ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრებით კი პატარა მერიკოს.