შერიგდნენ თუ არა ქეთი დოლიძე და ნინელი ჭანკვეტაძე: „ეტყობა, მან ჩათვალა, რომ ამოიწურა ჩვენი ურთიერთობა…“
ქეთი დოლიძე „რუსთავი 2“-ის ახალ გადაცემას „სხვა კითხვები“ ესტუმრა და დასმულ მწვავე შეკითხვებს ჩვეული პირდაპირობით უპასუხა. მათ შორის იყო წამყვანის, ნიკა ხაჩიძის კითხვა ნინელი ჭანკვეტაძესთან დასრულებული მეგობრული ურთიერთობის შესახებ.
ქეთი დოლიძე:
„თქვენ ვისაც გულისხმობთ, იმას ველაპარაკები, გამარჯობასაც ვეტყვი ყოველთვის, ნინელი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე აღზრდილი ადამიანი ვარ და ისიც. არ ყოფილა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, ან გამარჯობას არ ვეუბნებოდით. მოხდა და მოხდა… ეტყობა, მან ჩათვალა, რომ ამოიწურა ჩვენი ურთიერთობა, რაღაც სხვა მოუნდა… მე და ნინელიმ ერთმანეთს ვაჩუქეთ ურთიერთობისა და მუშაობის 14 წელი. მე ძალიან ვამაყობ… ფილმებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. მიმაჩნია, რომ მარტო „კუკარაჩაში“ არა, „მარტოხელა მონადირეში“ ნინელისა და ზურა ყიფშიძის დუეტი ქართულ კინოში ერთ-ერთი გამორჩეულია… პატარა შედევრია. თეატრში მთავარი როლები, ნინელისთვის დადგმული სპექტაკლები მხოლოდ ჩემი გაკეთებულია!..“