თბილისის მერს კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წელი შეუსრულდათ.
წყვილის ურთიერთობა წლების წინ, მილანში დაიწყო, სადაც ანუკი ერთ-ერთ სააგენტოსთან სათანამშრომლოდ იყო მიწვეული.
წყვილმა გაცნობიდან მალევე იქორწინა. ანუკის და კახას 4 ვაჟი ჰყავთ.
ქორწინების 12 წლისთავს, ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
“ერთი წლის წინ ამ დღეს შედგა ჩვენი ქორწილი…ჩემო სიყვარულო, მადლობა ამ მშვენიერი 12 წლისთვის” – წერს დიზაინერი.