“ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს თავმჯდომარეობაზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა”

420

ნაციონალურმა მოძრაობამ “ცესკო”-ს თავმჯდომარეობაზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა”– ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში:

“მოგეხსენებათ, 27 იანვარს პარლამენტში ჩანიშნულია, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება. ჩემი ყურადღება მიიქცია, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა ჯგუფიდან, კერძოდ, „პლატფორმა 20/20“-დან გადმოსროლილმა კანდიდატმა – თენგო თევზაძემ, რომელიც პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის პროექტს წარმოადგენს.

აღნიშნულზე მიუთითებს, მისი და მისი თანაგუნდელების (ურუშაძე, ფარულავა) უკრაინული ვოიაჟები, სადაც მათ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის უკრაინულ დესანტთან, საინტერესოა თევზაძის (პლატფორმა 20/20-ის) და კოდუების კავშირი, რომლებიც ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლები არიან. თენგიზ თევზაძე არჩევნების და ცესკოს დისკრედიტაციას, სწორედ, კოდუების ფულით ახორციელებდა. ცალკე საკითხია თევზაძის ოჯახის სიმპატია ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მისი ოჯახის წევრმა 2020 წელს ნაციონალურ მოძრაობას 6 000 ლარი გადაურიცხა. როგორ და საიდან მოდის აღნიშნული თანხა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

თენგიზ თევზაძე და „პლატფორმა 20/20“, ნაციონალური მოძრაობის შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელთა იდეოლოგია იდენტურია.

მათი წარსული და მომავალი ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირშია. ალბათ, ყველას გვახსოვს, არჩევნების წინ ოპოზიციის მიერ დაანონსებული ერთგვარი თბილისის მთავრობა, სადაც საკვანძო თანამდებობაზე სწორედ „პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელი განიხილებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ, თევზაძის სადამკვირვებლო საქმიანობას, აღნიშნულს, კლასიკური გაგებით სადამკვირვებლო მისიასაც ვერ ვუწოდებთ, რადგან ის არა არჩევნების დაკვირვებით, არამედ პარტიული დავალების შესრულებით იყო დაკავებული. აღნიშნული მისი ორგანიზაციის ანგარიშებშიც აისახა, რომელიც ტენდენციურობით და არაარგუმენტირებული მოსაზრებებით გამოირჩეოდა.
როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ცესკოს თავმჯდომარე?! მისი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად მოხსენიებაც კი არასერიოზულია. საერთოდ, პარლამენტში როგორ უნდა დაკარგონ ამ სუბიექტის მოსმენაზე დრო, ცოტა უცნაური და გაუგებარია.”– წერს დავით ჩიხელიძე.