მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს ამერიკის საელჩოსთან, შუქნიშანზე ვიდექი და ნახირმა ჩაიარა. მშვენივრად მოსუქებულმა ძროხებმა ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი, სიტყვაზე მენდეთ
მესმის, რძის ნაწარმი და ყველი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ თვითონ ეს სურათი ისეთი შთამბეჭდავი და უნიკალური სატირა იყო , რომ გამახსენა, ჩვენი, როგორც სახელმწიფოებრივი მოთხოვნები, პროტესტი , ღირებულებები, თავმომწონე ქმედებები, მისწრაფებები თავად ამერიკისკენ და ამ დროს საელჩოს შესასვლელთან ნახირი მოდის ”