დათო იმედაშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა: „რუსეთის გუბერნიაში” ცხოვრებას ვერ შევეპუებით…“

282

რეჟისორი დათო იმედაშვილი, რომელმაც სახელი ფილმ „ოცნების ქალაქის“ გადაღებითა და სხვადასხვა რეიტინგული ტელეპროექტით გაითქვა, საქართველოში აღარ ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე თვეა, ის მეუღლესთან, მოდელსა და ტელეწამყვანთან, ანნასთან და შვილებთან ერთად აშშ-ში გადავიდა. წყვილი ორ ვაჟთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს. დათოს თან ახლავს უფროსი ვაჟიც, ლუკა იმედაშვილი, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

როგორც ანნა იმედაშვილი fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს:

„გადასვლის მიზეზი, როგორც დათო იტყოდა, ისაა, რომ „რუსეთის გუბერნიაში“ ცხოვრებას ვერ შევეპუებით… ვფიქრობთ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენს სამშობლოს აქედან უფრო გამოვადგებით, ამიტომაც ავიყარეთ გუდა-ნაბადი და ოჯახით წამოვედით. ჩემთვის და დათოსთვის აქაურობა უცნობი არ იყო – 2008 წელს, როცა დათომ გადაწყვიტა ჰოლივუდთან ერთად გაეკეთებინა ფილმი (“აგვისტოს 5 დღე”), film market-ზე ჩამოვედით, მას მერე შეყვარებული ვიყავი აქაურობაზე… ახლა უკვე „გაბევრებულები“ დავბრუნდით. პეტრე უკვე სკოლაში წავიდა, დანიელი – ბაღში… ორივეს მოსწონს ახალი გარემო.

გეგმებს რაც შეეხება – ახალ პროექტებზე ვმუშაობთ…“