“ნაცებმა უნდა გადმოიღონ ეს რიტუალი და ფეხები დაუკოცნონ მთელ საქართველოს”

1,358

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს  ავრცელებს.

“გვაკოცეთ…ფეხზე!

ამერიკაში ხომ ბანენ და უკოცნიან ფეხებს შავკანიანებს, თითქოს, იმიტომ, რომ პოლიციელის დანაშაული გამოისყიდონ.

ნაცებმა უნდა გადმოიღონ ეს რიტუალი და ფეხები დაუკოცნონ მთელ საქართველოს, პოლიციის მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის გამო, ბუტას გამო, ზურა ვაზაგაშვილის გამო, გიორგი გამცემლიძის გამო, სამი აჭარელი ბიჭის გამო, გია კრიალაშვილის გამო, დათო ცინდელიანის გამო, პაატა ქარდავას გამო, როინ შავაძის გამო…

უნდა დადიოდნენ ნაცლიდერები და მათი აქტივისტები, მთელ საქართველოში ქუჩაში გვაჩერებდნენ და ფეხებს გვიკოცნიდნენ, პატიებას ითხოვდნენ მათი პოლიტიკური პოლიციის მიერ დაღვრილი უდანაშაულო ქართველების სისხლის გამო!”, – წერს ჯაბა ხუბუა.