„საჯარო პოსტების დაწერა და ასე შეურაცხყოფაზე გადასვლა, ახალგაზრდა ექიმის ნამდვილად არ შეეფერება“

224

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკულ პოსტს ეხმიანება, სადაც მან პროფესორს მედიცინი სირცხვილი უწოდა. როგორც ფხაკაძე წერს, ახალგაზრდა ექიმს ადამიანის შეურაცხყოფა არ შეეფერება.

“ეს პოსტი ბატონო ღოღობერიძეს უშუალოდ ეხება!

“ამ ბოლო დროს ექიმებიც იქცევიან, როგორც პოლიტიკოსები. ხალხს ექცევიან, როგორც ელექტორატს…ამბობენ იმას, რაც უმრავლესობას მოსწონს….და არა იმას, რაც სწორია .. ჰიპოკრატეს ფიცი სადაა?”

მე რასაც ვსაუბრობ არის კონკრეტულ ფაქტებზე (იხილეთ ჩემი პოსტები პირველადი წყაროებით) დაფუძნებული. ყველა ჩემი პოსტი, რეკომენდაცია ეფუძნება უშუალოდ კონკრეტულ მტკიცებულებას. ასევე მას ემატება ჩემი 25 წლიანი გამოცდილება, სად და რიგორ ვმუშაობდი იხილეთ საიტზე.

როგორც ახალგარზდა ონკოლოგს, წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, თქვენ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეთ საქართველოს. კონკრეტულად, რამდენიმე თქვენი პოსტი და სატელევიზიო გამოსვლა მოვისმინე, როცა თქვენ კოვიდზე საუბრობთ და თქვენ ვაქცინის მნიშვნელობაზე ლაპარაკობთ, ისე როგორც ანტივაქსერი, ანუ ან არ ახსენებთ, ან “როგორც გინდათ ისე მოიქეცითო”. და ბოლო გამოსვლები ხომ საერთოდ… ის რომ “ომიკრონი” ჩვეულებრივი სეზონური გრიპივით არის – ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. თქვენ გგონიათ გარედან არ ჩანს, რომ თქვენ ცდილობთ ანტივაქსერების გულების მოგებას!

და ბოლოს უშუალოდ პოსტ კოვიდზე…. არ იცით კოვიდი რას უშვრება ორგანიზმს?! არ იცით, რომ კოვიდი სეზონური გრიპი არ არის?! არ იცით, რომ კოვიდ – გადატანილ ადამიანებს 60% – მდე სხვადასხვა პოსტკოვიდი ემართაბად და დიახ, 37% – მდე კოვიდ გადატანილი მამაკაცების სპერმის “ხარისხი” ქვეითდება!

საჯარო პოსტების დაწერა და ასე შეურაცხყოფაზე გადასვლა, ახალგაზრდა ექიმის ნამდვილად არ შეეფერება.

თქვენგან განსხვავებით, მე “ლაიქები”, “ფოლოვერები” და რეიტინგები არ მაინტერესებს. თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს “სერვისებს” არ ვყიდი არც ტელევიზიებში, არც სხვაგან… პატარა ბავშვები არ ვართ.

დრო გადის მე რასაც ვამბობ, ზუსტად ხდება ისე. მე ვაკრიტიკებ კოლეგებს და ვიღებ კრიტიკას ეს არის ნორმალური პროცესი და პირადში სულ ვსაუბრობთ. ერთი პატარა რჩევა, რეიტინგები, პოპულარობა დღეს გაქვს და ხვალ არა… მაგრამ დაუსაბუთებელი კრიტიკა და მითუმეტეს, წეურაცხყოფა – ეს თქვენ ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა.

მიხედეთ ტრეინინგებს და ონკოლოგიას, ონკოლოგები ქვეყანას სჭირდება…
დიდი იმედგაცრუება, დიდი…”, – წერს გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.