“5-ჯერ მოვკვდი… უშანსო ავარიაში მოვყევი… უმძიმესი ტრავმები, მოტეხილი ძვლები”

199

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი მიქანაძე ძლიერ ავარიაში მოჰყვა.

„ჩემო ძვირფასებო მე დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი.

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ. ის გიორგი, რომელსაც იცნობდით, აღარაა. არ ვიცი თუ იქნება და რა გამოვა ახალი გიორგისგან.

გაჭედილი ვარ პარალელურ სამყაროებში და სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. ზოგიერთი ადამიანი კი მიხვდება ამას. ძალიან ძლიერ ავარიაში, უშანსო ავარიაში მოვყევი. უმძიმესი ტრავმები, უმძიმესი ოპერაციები, მოტეხილი ყველა ძვალი, კომა და მერე საშინელება რაც მოჰყვება ამ ყველაფერს.

ადამიანი არის ზღვა შესაძლებლობების, ასეთ დროს უბრალოდ იპობი შუაზე და ეს ძვირფასი კოლბა იპნევა. 2 გზაა ან ეს ნამცეცები განადგურდეს უსუსურობისგან, ან თითოეულმა ისევ განიცადოს მეტამორფოზა და კიდევ უფრო მეტი ძლევამოსილების ჩამოყალიბდეს.

ღმერთმა აბსოლუტურად ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. ძალიან მარტივად და ჩქარ-ჩქარა ვნახე ბევრი რამ. გენიალური ადამიანები და ყველაფერი რაც მინდოდა საინტერესო ცხოვრებისთვის.

ამერიკაში კიდევ განათლებისთვის წამოვედი ახალი თავგადასავლების და გამოწვევებისთვის. ამ პერიოდში რამდენჯერმე უკვე ახლიდან ავაწყვე ცხოვრება და ახლა კიდევ ეს რეალობა, რომლის აღქმაც ძალიან მიჭირს.

ჯვარი გეწეროთ და ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი მძიმე განსაცდელებისგან. მე 5-ჯერ მოვკვდი ამ დღეებში და ეს ყველაფერი განიცადა და იცის ჩემმა ცნობიერმა.

ეს ორი ადამიანია ჩვეულებრივი ანგელოზი, ფრთიანი, მათ გადამარჩინეს დღემდე, ჩვეულებრივად. რაც მე მახსოვს. გონება ძალიან არეულია და არ აღვიქვამ თავს გადარჩენილად მაინც. იცოდეთ მაინც, როგორ გამოიყურებიან ანგელოზები. ჩემი ძველი სტუდენტები ჩამომაკითხეს, ღამეები მითიეს და გაუძლეს ჩემს საშინელებებს“,- წერს გიორგი მიქანაძე.