“რით განვსხვავდებით უკვე ქუჩაში ყურზე დაბირკული, სახელმწიფოს მიერ “დავერბოვკებულ-გასტერილებული” ძაღლებისგან არ ვიცი”

303

ოპერის ვარსკვლავი თამარ ივერი ეკო ფანგანს აკრიტიკებს.

“ასე დაადეგრადირეს საზოგადოება რომ უკვე ვიდეოდ ჩასაწერ “საამაყო, საქმე საგმირონია”დ იქცა კოვიდ პასპორტის აღება. აიღე აიღე,ღმერთმა შეგარგოს. ხალხს რას ეკითხები? იქნებ ჩვენც გვაქვს ეს იძულებითი მარაზმი, რა არის აქ საფრიალო? თავის დროზე იუსტიციის სახლში რომ პირადობის მოწმობა და პასპორტი აიღეთ…იმის ვიდეო მიმართვა “მე პირადობის მოწმობა /პასპორტი ავიღე-თქვენ??” რატომ გამოგვაპარეთ? თუ, ის რომ საკუთარი ქვეყნისთვის არა წარმატებული და ცნობადი პიროვნება, არამედ ერთერთი რიგითი მოსიარულე QR კოდი და მწვანე პასპორტი გახდით, რის გარეშეც ყველა საზ.ინსტანციის კარს გამოგიხურავენ ეს უფრო ხბოს აღტაცებითი “საგმირო მოვლენაა” თქვენს ცხოვრებაში? აფერუმ!

ისე, რით განვსხვავდებით უკვე ქუჩაში ყურზე დაბირკული, სახელმწიფოს მიერ “დავერბოვკებულ-გასტერილებული” ძაღლებისგან არ ვიცი. მათაც მათი პირადი ნომერი აქვთ ყურზე. განსხვავება ისაა რომ ყურზე ნომრის დარჭობის მერე აღტაცებულ ვიდეომიმართვებს:”მე დავირჭე ყურზე ნომერი-თქვეეენ?” არ წერენ და უფრო სევდიანი ნატურალიზმით ეგუებიან მათ მძიმე ხვედრს!!”