„ბატონმა ვახო სანაიამ სარკასტული ხუმრობები უწოდა იმ უმიზეზო ბულინგს რასაც ჩემზე ეწეოდა”

334

ჟურნალისტ ვახო სანაიას სტატუსს, სადაც სანაიამ მსახიობ ბესო ზანგურის მიმართ დაწერილი სტატუსების დაწერის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსახიობს ამ შემთხვევაში ადამიანურად მხარს უჭერს, სოციალურ ქსელში თვითონ მსახიობი ზანგური გამოეხმაურა.
ბესო ზანგური ამბობს, რომ სანაიას მიერ წარმოებული უმიზეზო ბულინგის გამართლება ახლა დაგვიანებულია.
„ბატონმა ვახო სანაიამ ახალი სტატუსი მომიძღვნა და სარკასტული ხუმრობები უწოდა იმ უმიზეზო ბულინგს რასაც ჩემზე ეწეოდა… მაგრამ სამწუხაროდ საფლავზე ნათქვამი სიტყვა მკვდარს არ ჩაესმის… ადამიანს რომ მოკლავთ გაანადგურებთ და მერე უსურვებთ იმას რომ ნათელში იყოს მანდ უკვე მხოლოდ სურვილია თქვენი დანარჩენი უფლის საქმეა…
საბედნიეროდ ულუკმაპუროდ და კრიზისში არასოდეს დავრჩები მაქვს განათლება და ნიჭი იმის რომ ვიყო კარგად და ასევე მყავს სამეგობრო ვინც ამას არ დაუშვებს. სამწუხაროა რომ მითი ადამიანობის შესახებ თქვენვე დაამსხვრიეთ და ამას ხალხი უყურებს…
და ხალხი ბრძენია და ხალხს ფიქრის უნარი აქვს… განსჯის უნარიც და ხედვის:თუ როგორ დაუნდობლად მექცევა ბოროტების მანქანა რომელსაც “თქვენ” გქვიათ.
მე გულწრფელად და არა ხუმრობით გისურვებ ბედნიერებას ბატონო ვახტანგ. სულ ესაა.
პ.ს.ისე რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე ვახუშტი,“- წერს ბესო ზანგური.

ცნობისათვის, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბესო ზანგური კახა კალაძის ინიციატივით დამკრძალავ კომპანია „ჰერმესში“ დაასაქმეს, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადამიანურად ესმის მსახიობის მდგომარეობა და საკუთარი კრიტიკული ხასიათის პოსტები მსახიობის მიმართ ხუმრობით ახსნა. „გასაგებია, ბესო ზანგური როგორც და რატომაც დაასაქმეს იქ, სადაც დაასაქმეს. ისიც ვიცი, რომ ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში პრობლემაა მსგავსი დასაქმება. სხვათა შორის, მლანძღავდა სრულიად უმიზეზოდ. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ესიამოვნებინა ან რამე მსგავსი. მერე ვიფიქრე, ვიხუმრებ-მეთქი. რამდენიმე დღე ვწერდი, ჩემი აზრით, სარკასტულ რამეებს, მაგრამ შემდეგ გავჩერდი… ერთი სიტყვით, ვიცი, რომ სისულელე დავწერე, ყველანაირად არასწორია ეს სტატუსი, მაგრამ ადამიანურად არ მინდა, რომ ულუკმაპუროდ დარჩეს,“- წერდა ვახო სანაია.