“მანდატებიც ჰქონდათ და ხელფასსაც იღებდნენ, უბრალოდ სხდომებზე არ იყვნენ, ახლა პრობლემა აქვთ – სააკაშვილისგან ხელოვნურად თემას ვეღარ ქმნიან”

253

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

რეალურად, ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გასულ წელს დაარღვია.

მანდატებიც ჰქონდათ და ხელფასსაც იღებდნენ, უბრალოდ სხდომებზე არ იყვნენ და ამაში გამოიხატებოდა ბოიკოტი.
ახლა პრობლემა აქვთ – სააკაშვილისგან ხელოვნურად თემას ვეღარ ქმნიან, ვეღარც სააკაშვილის ილუზიების სამსახურში ჩამდგარი მედია ეხმარება, შესაბამისად დღის წესრიგის ამყრალება და მიშაზე ფოკუსირება უჭირთ.
შევიდნენ, რომ პარლამენტიდან შეძლონ მთავარ თემად მიშას შენარჩუნება და მიშისტურ მედიებს თემა მისცენ.
ხელოვნური ჯოჯოხეთი დაიწყება და უფრო ღრმა ჭაობში ჩავეფლობით, ბიძინაც კიდევ უფრო გაძლიერდება.
სასარგებლო იდიოტები მიესალმებიან –
ფიქრობენ, საპარალამენტო ცხოვრება გაჩაღდება”