“დედაჩემმა მასთან ყველაფერი გაარკვია… მართლა არ ვიცი, რაში დასჭირდა ასე ლაპარაკი”

329

ჟურნალ “სარკესთან” მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მისი და კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილის შესახებ ისაუბრა და ამბობს, რომ არ იცის მაიას რისთვის დასჭირდა ასე საუბარი, ამბობს იმასაც, რომ მასთან ბოლო დროს პირადი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ დედამისმა მაიასთან გაარკვია უკვე ყველაფერი.
“პირადად მაიასთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დედაჩემმა მასთან ყველაფერი გაარკვია. ჩემთვის არავის დაუწერია სიმღერა უფასოდ. მაიასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ამ სიმღერის შემდეგაც დამიწერა რამდენიმე, ამიტომ მართლა არ ვიცი, რაში დასჭირდა ასე ლაპარაკი. ჩემს ცხოვრებაში იმდენი პოზიტიური და კარგი რამ ხდება, ნამდვილად ვერ გამოვეკიდები, ვინმე რაიმეს თუ არასწორად იტყვის…”