“რობერტ დე ნიროს სელფიც დაამადლა… ასე უზის ზურგით და ზედ არ უყურებს”

310

ნანა აკობიძე მეგობრის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რესტორანშია გადაღებული და უკან ჰოლივუდის ვარსკვლავი, რობერტ დე ნირო ზის.

,,ესე იგი, ახლა რა ხდება აქ: უკან ზის რობერტ დე ნირო და გოგო, სახელად დონა გიორგაძე ასე უზის ზურგით და ზედ არ უყურებს – არც იმჩნევს მის არსებობას! ახლა თქვით, რომ მსგავსი „უნირობა“ გაგიგიათ და მოგსწრებიათ! რაის „ვაიმე დედა, შევჩენკო“ – სელფიც დაამადლა ამხელა კაცს! ამას ჰქვია – მოიზღუდა თავისი მისი მტკიცედ. ყოჩაღ, დონა – აბა, რამდენი ქალი (კაცი) შეძლებდა ამას?’, – წერს ნანა აკობიძე.