‘ჩემი მეზღვაური ქმარი 4 თვე ზღვაშია და 4 თვე სახლში”

383

ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე რამდენიმე თვის წინ მესამე გოგონას დედა გახდა. ბავშვების მამა მეზღვაური გახლავთ. ,,სარკის” კითხვაზე, თუ როგორ ეგუება ქმარი მის დატვირთულ რეჟიმს, თამარ ასე უპასუხა:

– ჩემი მეუღლე მეზღვაურია და მისთვის საერთოდ არ არის უჩვეულო სახლში არყოფნა. თვითონ 4 თვე რეისშია და 4 თვე სახლში და არც ჩემი დღის განრიგზე ყოფილა ოდესმე პრობლემა. მისთვისაც გასაგებია, რომ პროფესიისა და სამსახურის გამო შეიძლება სახლში არ იყო.

– ალბათ თქვენთვისაც არ არის კომფორტული, როცა ქმარი 4 თვე სახლში არ არის.

– რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სირთულეები ახლავს, მაგრამ ესეც ჩემი არჩევანია. როცა ერთად ყოფნის გადაწყვეტილებას ვიღებდით, ვიცოდით, რომ ასეთი ცხოვრება მოგვიწევდა. კარგი და მშვენიერი ოჯახი მაქვს და არ მინდა, ამ ამბავში ვინმე ჩაერთოს. სამაგიეროდ, ჩემს პროფესიაზე უსასრულოდ შემიძლია.

_შვილებისთვის დროს როგორ ანაწილებთ?

– დრო კარგად მაქვს განაწილებული სახლსა და სამსახურს შორის. რაც ღამის ეთერში ვარ, მათთან კონტაქტს უფრო დღის პირველ ნახევარში ვახერხებ. უფროსი გოგონა სამსახურშიც დამყავს და ვფიქრობ, არ გვაქვს ურთიერთობის დეფიციტი. შაბათ-კვირას ისე ვატარებ მათთან, საინფორმაციო გამოშვებასაც არ ვუყურებ. ვარ ტელეფონის გარეშე და მთლიანად მათთან.