“იმ დაბოღმილ და მავნებელ ჩაჯვი გვარამიას შევახსენებ”

742

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამიამ იცოდა იმ საფრთხის შესახებ, რაც გიორგი გაბუნიას ემუქრებოდა და დროულად არ მიაწოდა კონკრეტულ უწყებებს ინფორმაცია, ესეც დანაშაულია.

ცხადია, დიდი მადლობა ჩვენ პროფესიონალებს სუს-ში! და იმ დაბოღმილ და მავნებელ ჩაჯვი გვარამიას შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. იგი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისას. მუხლი შედგება სამი ნაწილისაგან, აქედან პირველი შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან მხოლოდ კონკრეტულ მუხლებს: 255, 2551, 2552; მეორე ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ისეთი დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, რომელიც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო მესამე ნაწილით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაა გათვალისწინებული…“– წერს აბაშიძე.