“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ეხმიანება იმ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ნიკა მელია საუბრობს:
“რუსული “ტელენედეჟდას” სალაპარაკოდ რომ გაიხდი თავს! პარტია არის მისი მხარდამჭერები!
თუ არ მოგწონს მიშა და მიშას მხარდამჭერები-წადი და შენი დაარსე!!! მაგრამ შენი სახელით მინიმუმ ნახევარმილიონიან პარტიას ვერასოდეს ეღირსები და არ ჯობია მზამზარეულზე სხვისი შქმნილი მიიტაცო და მერე “რეორგანიზაცია” ჩაუტარო?!
დიახაც,არასდროს გინდოდა მიშას დაბრუნება საქართველოში,მაგრამ არა იმიტომ,რომ მასზე დარდობდი-მისი შექმნილი პარტიის მისაკუთრება და ნაცქოცური შემადგენლობით ავსება იყო შენი მიზანი! ჩამოვიდა მიშა და გეგმები აგირია”- წერს მაია ორჯონიკიძე.