“როცა თქვენ აქ ხალხის ციხეში წამებით და საკუთარი მოსახლეობის გაუბედურებით იყავით დაკავებული, ეს ბიჭი შრომობდა დღე და ღამე”
ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
კალაძის ქონება 40 მილიონს აჭარბებსო შვილო-თ თქვენც ყოფილიყავით კახასნაირი ფეხბურთელები, ნიჭიერები, გეთამაშათ მილანში:)) იმ დროს როცა თქვენ აქ ხალხის ციხეში წამებით და საკუთარი მოსახლეობის გაუბედურებით იყავით დაკავებული, ეს ბიჭი შრომობდა დღე და ღამე.
არ იშურებდა მონდომებას, ასახელებდა ჩვენს ქვეყანას და საკუთარ უზრუნველ მომავალს ქმნიდა.
ვისაც არ ახსოვს მე გაგახსენებთ, რომ კახა კალაძეს არცერთი თეთრი არასოდეს აუღია ხელფასიდან, არცერთი!
მას შემდეგ რაც ის პოლიტიკაში მოვიდა, მისი სრული ხელფასი ირიცხება საქვმოქმედო ფონდში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის!
კახა ის კაცია ვისაც მე პირადად არ ვიცნობ მაგრამ,ჩემი თვალით მინახავს როგორ დახმარებია უცხო ადამიანებს ჩუმად!
აქამდე არ მომიყოლია და დიდი ეჭვი მაქვს ეწყინება რომ ვყვები,მაგრამ ერთი პატარა მაგალითი უნდა მოვიყვანო მისი უდიდესი და უამრავი სიკეთეებიდან!
რამდენიმე თვის წინ ფბზე ჩემმა უცნობმა ფბ ფრენდმა, პატარა 5 წლის ბიჭის ისტორია დაწერა, მამით ობოლი, სოციალური დახმარების იმედად დარჩენილი ბიჭის, რომელსაც მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა და არავინ იყო რომ მისთვის ეს დღე გაებედნიერებინა.
ჩემს ფბ მეგობარსაც თავისი პრობლემები ჰქონდა და მოკლედ, პატარა ბიჭი უსაჩუქროდ და ტორტის გარეშე რჩებოდა.
არც მიფიქრია, ინსტინქტურად კახა გამახსენდა და აქვე სოც ქსელში ჩავუგდე სქრინი. რაღაცნაირად ისე მოხდა რომ პასუხი იმ წამსვე მომწერა, ვის დავუკავშირდეთო, მე მეთქი და თან შემრცხვა.
მე რომ არ მქონდა საშუალება ამ ბავშვისთვის რამის გაკეთების და ბოდიში მოვუხადე…
გათენდა, პატარა ბიჭს ძალიან კეთილმა
და კარგმა ადამიანებმა ტორტიც და საჩუქრებიც გაუგზავნეს.
მე ჩავთვალე რომ კახას ამდენ საქმეში დაავიწყდა და აღარ მიცდია შეხსენება, ბავშვი ბედნიერი იყო… მთავარია!
უცებ ზარია ჩემ ტელეფონზე, ნათია გამარჯობა კახას დავალებით ვრეკავთ სად ცხოვრობს პატარა ბიჭი, რომ გავახაროთ-ო. გამიხარდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, ვიამაყე…
იცით, უკვე მიულოცეს დაბადების დღე, ნუღა შეწუხდებით-ვეუბნები..
რას ამბობთ, კახამ ძალიან განიცადა, ძალიან გთხოვთ გამოგვყევით სულ მცირედით მაინც შევძლოთ ბავშვის გახარება, უხერხულობა რომ თავიდან ავირიდოთ ოჯახში უცხო ადამიანების მისვლის, იქნებ თქვენც გამოგყვეთ?!-მეუბნება…
40 წუთში ტორტით და საჩუქრებით ხელდამშვენებულები პატარა ბიჭთან ვიყავით!
სანთელი ჩააქრო, თვალები გაუბრწყინდა და მართალია ვერ მიხვდა ყველაფერს მაგრამ ბედნიერება რომ იგრძნო ანთებულ თვალებზე და დარცხვენილ ღიმილზე ეტყობოდა.
არცერთს ფოტო არ გადაგვიღია, ან რისთვის გადაგვეღო?! სიკეთე ჩუმად კეთდება, თან კახა არასოდეს არ აფიშირებს….
ალბათ ვიღაცისთვის ეს ისტორია უბრალო ამბავია და იტყვის “აბა რა უნდა ექნა” -ო მაგრამ დამიჯერეთ, ბევრი შეძლებული ადამიანი, ბიზნესმენი ვიცი, არავის გამო თითს, თითზე რომ არ დაადებს!
40 მილიონი?! 400 მილიონს იმსახურებს ეს ბიჭი!
როგორც არ უნდა ეცადოთ მისთვის ძირის გამოთხრას, ორმოში თქვენ ჩაცვივდებით, აუცილებლად…
სიკეთე თავის გზას მაინც იპოვნის!”